ინგლისის პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი ტესტირება ჩატარდა და გაირკვა, რომ ორი სხვადასხვა კლუბის ორი წარმომადგენელი დაინფიცირებულია.
„პრემიერლიგა ადასტურებს, რომ 19, 21 და 22 მაისს 996 ფეხბურთელსა და კლუბის თანამშრომლებს შორის COVID-19-ის ტესტირება ჩატარდა და ორ შემთხვევაში პასუხი დადებითია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დაინფიცირებულთა ვინაობა ამ დროისთვის ანონიმურია და ორივე სავალდებულო კარანტინში იყოფება.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში 17-18 მაისს 748 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.