ფეხბურთი

1:55 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა" - გიგზმა ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ რაიან გიგზმა „წითელი ეშმაკების“ იუთუბ არხთან საუბარში ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა.

უელსელის აზრით, ყველაზე რთული მილანის „ინტერის“ ლეგენდის, ხავიერ ძანეტის წინააღმდეგ თამაში იყო, რომელსაც მთელ მოედანზე შეუჩერებლად სირბილი შეეძლო.

„ყველაზე ძლიერი მეტოქე ხავიერ ძანეტი იყო, როდესაც „ინტერის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით. მთელ მოედანზე დარბოდა, ნახევარდაცვაში თამაშიც შეეძლო, იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, როდესაც ბურთი ჰქონდა. იცოდა დაცვაში თამაშიც, ფიზიკურად ძლიერი იყო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ცხვირიც გამიტეხა. როგორც მცველს, ძანეტის აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა“, - თქვა გიგზმა.

0.115923