უნგრეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა დასრულდა და ფეხბურთს უმაყურებლოდ, მაგრამ მთავარია, რომ დაუბრუნდნენ.
ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდმა“ უნგრეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ფეჰერვარს“ უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. სტუმრები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე რობერტ პილარმა ანგარიში გაათანაბრა.
ზივზივაძე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და მსაჯის კომპენსირებულ დროში შეცვალეს. ფინალისტის ვინაობა ცხადია ჯერ არ გარკვეულა, საპასუხო მატჩი 26 მაისს გაიმართება.