ფეხბურთი

21:31 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლოსთან ერთად - კახა კალაძე სიმბოლურ ნაკრებში

ბრიტანულმა გამოცემა Mirror-მა სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ანდრეა პირლოს მხადამხარ ყველაზე მეტი თამაში ჩაატარეს.

სიმბოლურ ნაკრებში კახა კალაძეც მოხვდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში ანდრეა პირლოსთან ერთად გუნდში 202 თამაში ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ 11-ვე ფეხბურთელი „მილანის“ შემადგენლობით დაკომპლექტდა, რაც ლოგიკურია, რადგან პირლომ „როსონერის“ რიგებში 10 წელი ითამაშა და ყველაზე მეტი საფეხბურთო მატჩიც შავ-წითელთა რიგებში დაუგროვდა.

მეკარე: დიდა (252 მატჩი პირლოსთან ერთად)

მცველები: კაფუ (147 მატჩი), ალესანდრო ნესტა (268 მატჩი), კახა კალაძე (202 მატჩი), პაოლო მალდინი (210 მატჩი)

ნახევარმცველები: ჯენარო გატუზო (340 მატჩი), კლარენს ზეედორფი (309 მატჩი), მასიმო ამბროზინი (250 მატჩი)

თავდამსხმელები: კაკა (226 მატჩი), ფილიპო ინძაგი (235 მატჩი), ანდრეი შევჩენკო (168 მატჩი)

0.120052