ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ მილანის „ინტერიდან“ მაურო იკარდის გამოსყიდვა უნდა. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, პარიზელები მზად არიან არგენტინელ ფორვარდს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმონ.
პსჟ „ინტერს“ 50 მილიონ ევროს და 10 მილიონ ევროს ბონუსის სახით სთავაზობს. თუმცა, ეს 10 მილიონით ნაკლებია, ვიდრე იკარდის გამოსასყიდი თანხაა - 70 მილიონი ევრო.
ამის მიუხედავად, ფრანგები იმედოვნებენ, რომ „ინტერს“ ამ წინადადებაზე დაითანხმებენ, რადგან იკარდის „ნერაძურიში“ დაბრუნება შეუძლებელია და ფეხბურთელი აუცილებლად უნდა გაასხვისონ.
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდი პსჟ-ში გასულ ზაფხულს იჯარით გადავიდა და 31 მატჩში 20 გოლი გაიტანა.