ფეხბურთი

13:59 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალს "ბარსელონაში"დარჩენა უნდა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალიმ უცხოურ პრესაში გავრცელებულ ჭორები უარყო, რომლის თანახმადაც ჩილელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიური გრანდის დატოვებას გეგმავდა.

„ბარსელონაში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მსურს გავაგრძელო თამაში კლუბთან ერთად. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ - უკეთესად, ვიდრე არასდროს. არასდროს მქონია მომზადებისთვის ამდენი დრო და მაქსიმალურად დავიხარჯები,“ - განაცხადა ჩილელმა Sport.es-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ვიდალის დამატება ყოფილ კლუბ “იუვენტუსს“ სურდა, რომელმაც მოგვიანებით მისი გუნდში დაბრუნების ვარიანტი გამორიცხა.

0.110067