ფეხბურთი

21:51 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანიჯა ნემსაძეზე: "მასთან თამაში ადვილი და შესანიშნავი იყო"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კლაუდიო კანიჯამ გიორგი ნემსაძის შესახებ ისაუბრა, რომელთანაც ერთად შოტლანდიაში, „დანდის“ ღირსებას იცავდა.

კანიჯა სასიამოვნოდ იხსენებს იმ პერიოდს და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გამოარჩია:

„ნამდვილად ადვილი იყო იმ ნახევარმცველებთან თამაში, ქართველ გიორგი ნემსაძესთან და გევინ რაესთან. კარგი იყო... შესანიშნავი გუნდი, კარგი ბიჭები“, - აღნიშნა კანიჯამ.

კლაუდიო „დანდიში“ 2000-2001 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც ნემსაძის გარდა, მისი თანაგუნდელი ზურაბ ხიზანიშვილიც იყო, ხოლო შემდეგ „რეინჯერსში“ გადავიდა და შოთა არველაძის მხარდამხარ უტევდა.

ცნობისთვის, კანიჯა არგენტინის ნაკრების წევრი წლების განმავლობაში იყო და 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მერვედფინალში ბრაზილიასთან გამარჯვების გოლიც გაიტანა.

0.128192