ფეხბურთი

16:40 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარტინესმა ბელგიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ რობერტო მარტინესთან თანამშრომლობა გაანახლა. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ესპანელთან კონტრაქტი 2022 წლამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინესი ბელგიას როგორც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე, ისე 2022 წლის მუნდიალზე უხელმძღვანელებს.

„ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია სიამაყით აცხადებს, რომ რობერტო მარტინესმა კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.115646