იტალიის სპორტის მინისტრის, ვინჩენცო სპადაფორას განცხადებით, სერია A-ს სეზონის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 28 მაისს მიიღებენ.
როგორც სპადაფორამ აღნიშნა, ლიგასთან, ფეხბურთის ფედერაციასთან და ფეხბურთელების ასოციაციასთან შეხვედრა 28 მაისს დაინიშნა და სწორედ მაშინ გადაწყდება სეზონის ბედი.
შეგახსენებთ, იტალიაში სერია A-ს განახლება 14 ივნისამდე ოფიციალურად აიკრძალა, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.