ფეხბურთი

19:14 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: ჩაკვეტაძე "რომასთვის" მხითარიანის იაფი ალტერნატივაა

იტალიურ „რომას“ „არსენალიდან“ ჰენრიხ მხითარიანის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა გაუჭირდება და გავლენიანი გამოცემა Tuttosport-ი სომეხის ერთ-ერთ ალტერნატივად გიორგი ჩაკვეტაძეს ასახელებს.

ტურინული ვებგვერდი წერს, რომ ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი რომაელთათვის, რომელთაც ფინანსური პრობლემები აქვთ, ყველაზე იაფი ვარიანტია.

„მხითარიანის „რომაში“ დარჩენა ძალიან რთული იქნება. ნახევარცველის იჯარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება თუ „არსენალი“ სომეხთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გადაწყვეტს. თუმცა, სავარაუდოდ ინგლისური კლუბი ამჯობინებს მის გაყიდვას ფულის შოვნის მიზნით. ამ შემთხვევაში „ჯალოროსის“ რამდენიმე ვარიანტზე მოუწევს მუშაობა იმის მიხედვით, რამდენი იქნება ბიუჯეტი. მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი ძვირი ოცნებაა, რადგან 15 მილიონი ევრო ღირს. ერთ-ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს ტეტე პაულუ ფონსეკას ყოფილი შეგირდი „შახტარიდან“, ხოლო ყველაზე იაფი ალტერნატივა „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა“, - წერს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, „რომას“ გარდა, „ბორდოსა“ და „ტრაბზონსფორს“ უკავშირებენ.

0.123017