ფეხბურთი

18:00 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უარი ვარჯიშზე: "ჩემი შვილის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული"

ინგლისური „უოტფორდის“ კაპიტანი ტროი დინი ვარჯიშის დაწყებაზე უარს ამბობს. როგორც დინიმ აღნიშნა, მისთვის შვილის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯიბეში რამდენიმე ფუნტით მეტი ჰქონდეს.

„ამ კვირაში ვარჯიშს უნდა დავუბრუნდეთ, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ არ წავალ. დაინფიცირებას მხოლოდ ერთი ადამიანი სჭირდება და არ მინდა ვირუსი სახლში მივიტანო. ჩემი შვილი 5 თვისაა და სუნთქვა უჭირს, არ მინდა საფრთხე შევუქმნა.

მე უკვე დავკარგე მამა და ბებია-ბაბუა, თითქმის ყველა ვინც მიყვარს. ასე, რომ ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ფუნტით მეტი საფულეში. პროტოკოლში ნათქვამია, რომ სახლში იმ ტანსაცმლით უნდა მივიდე, რითაც ვივარჯიშებ. ასე კი, სახლში ინფექციის მიტანის დიდი შანსია“, - განაცხადა დინიმ.

0.130825