ფეხბურთი

1:45 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

არ არის გულშემატკივარი, არის გასაბერი თოჯინები - სამხრეთკორეული გუნდის სახალისო ნაბიჯი

სამხრეთ კორეა ერთ-ერთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, სადაც ფეხბურთს თამაშობენ, ცხადია გულშემატკივრების გარეშე.

მიუხედავად ამისა, საფეხბურთო კლუბმა „სეულმა“ გამოსავალი მოძებნა და „გვანჯუსთან“ შეხვედრაში ტრიბუნებზე გასაბერი თოჯინები განათავსეს.

თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ თოჯინები ტრიბუნების ყველა ნაწილზე არ განათავსა, მაგრამ არაა გამორიცხული 31 მაისს, როდესაც მორიგ საშინაო მატჩს „სეონგნამთან“ ჩაატარებს, გასაბერი თოჯინებით მთელი ტრიბუნები გაავსოს.

ცნობისთვის, თოჯინებით გამხნევებულმა „სეულმა“ მეტოქე ჰან ჩან-ჰის გოლით 1:0 დაამარცხა.

0.118595