„იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში აღმოჩნდა. 45 წლის იტალიელი თირკმლის კოლიკმა შეაწუხა.
„ახლაც არ მჯერა თუ როგორ შეუძლია 3 მმ-ის პატარა ნივთს ასე ცუდად გაგხადოს“, - დაწერა სოციალურ ქსელში ალექსმა.
დელ პიერო ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ საავადმყოფოს უახლოეს ხანში დატოვებს. შეგახსენებთ, ლეგენდარული ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ ლოს ანჯელესში გადაბარგდა და „ანგელოზთა ქალაქში“ ბინადრობს.