ფეხბურთი

20:58 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი შულაია უნგრულ გუნდში ტრანსფერთან ახლოსაა

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი აკაკი შულაია შესაძლოა უნგრეთის ჩემპიონატში გადავიდეს და ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი გახდეს.

csakfoci.hu-ს ინფორმაციით, „მეზოკოვესდი“ 23 წლის ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული და ზაფხულში მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

„შულაია უნივერსალური ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვაში თამაში შეუძლია, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, აკაკი შულაია „დინამოს“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ხოლო მანამდე მარტივის „მერანში“ ირჯებოდა. რაც შეეხება „მეზოოვესდს“, უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძეა.

0.116315