გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. რურის დერბში, გელზენკირხენის „შალკეს“ მცველმა ჟან-კლერ ტოდიბომ „დორტუნდის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ბებია შეაგინა.
23-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები კუთხურს აწვდიდნენ, „ბარსელონას“ საკუთრებაში მყოფილმა მცველმა ნორვეგიელს უთხრა: „წადი შენი ბებია ******“.
ჰოლანდი ფრანგის პროვოკაციას არ წამოეგო და შეურაცხყოფას ღიმილით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ტოდიბოს სიტყვები მოედანთან დამონტაჟებულმა მიკროფონებმა ადვილად გაშიფრეს და მას დაავიწყდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები არ იყვნენ, შესაბამისად, ხმაც მარტივად გავრცელდებოდა.
ამასობაში გერმანული მედია ტოდიბოს დისკვალიფიკაციაზე ალაპარაკდა და არაა გამორიცხული „შალკეს“ ფეხბურთელი დასაჯონ.