ფეხბურთი

22:27 | 16.05.2020 | ნანახია 912 - ჯერ

"ნიუკასლმა" ბეილისთვის 300 მილიონი გაამზადა

„ნიუკასლ იუნაიტედს“ გარეთ ბეილის ინგლისში დაბრუნება აქვს განზრახული. Daily Star-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭების“ ახალი მეპატრონეები მზად არიან უელსელის ტრანსფერისთვის 300 მილიონი ევრო გამოყონ.

ამაში შედის, როგორც სატრანსფერო თანხა, ისე ფეხბურთელისთვის გადასახდელი ხელფასიც. თუმცა თავად ბეილს „სენტ ჯეიმს პარკზე“ გადაბარგების დიდი სურვილი არ აქვს.

ბეილს ურჩევნია „საუთჰემპტონისა“ და „ტოტენჰემის“ შემდეგ პრემიერლიგაში თუ დაბრუნდება, უფრო პრესტიჟული კლუბის მაისური მოირგოს.

შეგახსენებთ, გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მაგრამ ბოლო პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:35 | 17.05.2020
ბაბუ პერესი (16691)

რა სისულელეა რა 300 მილიონი ახლანდელ ბეილში მითუმეტეს კორონას შემდეგ ფასები განახევრდება.150 მილიონი არის მაქსიმუმი,50 მილიონი ტრანსფერი და 5 წელზე 100 მილიონი ხელფასი ანუ წლიური 20 მილიონი

10:16 | 17.05.2020
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ხელფასიანადაც არ ღირს მაგდენის გადახდა დღევანდელი ბეილი 50 მილიონი მაქსიმუმ

01:18 | 17.05.2020
O. Mertskhali (8101)

ფული რას აძლევენ, ეგაა საქმე, თორემ ჩინეთში მიდიოდა და ნიუკასლში არ წავა?!

22:49 | 16.05.2020
welder (1068)

მათხოვარი და წუნიაო ამაზეა ზედგამოჭრილი

0.063709