ფეხბურთი

18:35 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გაიტანდა პირველ გოლს დაბრუნების შემდეგ? ცხადია - ჰოლანდი! (+VIDEO)

კორონავირუსის პანდემიის ფონზე გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა და ხუთი შეხვედრა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ პირველ გოლს ვინ გაიტანდა? ცხადია ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც 29-ე წუთზე ტორგან აზარის ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა.

ფეხბურთელებმა გოლი ისე აღნიშნეს, როგორც წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული - ჩახუტების გარეშე.

ნირვეგიელ ფორვარდს ბუნდესლიგაში უკვე 10 გოლი დაუგროვდა, ხოლო „ზალცბურგში“ გატანილ გოლებსაც თუ დავუმატებთ, ამ სეზონში უკვე 41 გოლი მიითვალა. აშკარაა, რომ ერლინგ ჰოლანდზე არც პაუზა მოქმედებს და არც კორონავირუსი, მისთვის მთავარი კარის აღებაა.

0.132324