ფეხბურთი

1:42 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თუ თამაში არ გინდათ, ბუნდესლიგას უყურეთ!" - ჟოზე მოურინიო კოლეგებს გაუბრაზდა

დიდი ბრიტანეთის მხრიდან პრემიერლიგის განახლების თაობაზე მწვანე შუქი ანთებულია, მაგრამ ჯერჯერობით სრული გაურკვევლობაა. კლუბების ნაწილი სეზონის განახლებას არ ემხრობა და ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ბრიტანული მედიის ცნობით, მწვრთნელთა ნაწილიც უარზეა, მათ შორის პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“), ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“), ნაიჯელ პირსონი („უოტფორდი“) და გრეჰემ პოტერი („ბრაიტონი“) არიან.

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო კი საპირისპირო აზრზეა და თქვა: „თუ თამაში არ გინდათ, დარჩით სახლში და უყურეთ ბუნდესლიგას!“

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისის შემდეგ პრემიერლიგის განახლება დასაშვებია, მაგრამ მანამდე კლუბები უნდა შეთანხმდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის დაწყება შეუძლებელი იქნება.

0.128524