ფეხბურთი

21:49 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი ავსტრიაში: ჩემპიონატის ლიდერმა პროტოკოლი დაარღვია და სანქცია ემუქრება

ავსტრიის ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბმა „ლასკ ლინცმა“ პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაცია დაარღვია. ლიგამ მიიღო ვიდეო, სადაც ასახულია როგორ ვარჯიშობს „ლასკი“ გუნდურად მაშინ, როდესაც მხოლოდ მცირე ჯგუფებით საწვრთნელი პროცესია დაშვებული.

ახლა ავსტრიულ გუნდს სანქცია ემუქრება სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევისთვის. „ლასკის“ კონკურენტ „ზალცბურგის“ დირექტორმა შტეფან როიტერმა განაცხადა, რომ შოკირებული და გაოგნებულია მომხდარით.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის განახლება 29 მაისს არის დაგეგმილი და სატურნირო ცხრილში „ლასკ ლინცი“ ლიდერია და „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს.

თეგებილასკ ლინცი
0.119604