იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ქუჩაში მანქანით უკანონო გასეირნებისთვის დააჯარიმეს.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ზლატანი სტოქჰოლმში ყოფნის დროს Ferrari Monza SP2-ით სეირნობდა და შვედეთის სატრანსპორტო სააგენტოს წესები დაარღვია.
აღსანიშნავია, რომ ზლატანის მანქანის ღირებულება 1.6 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, შვედი ფორვარდი სამშობლოდან იტალიაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სავალდებული კარანტინში იმყოფება.