ფეხბურთი

14:37 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი ფეხბურთელი: "რონალდუზე, მესიზე და ნეიმარზე ძლიერი ვიყავი"

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ედილსონი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუზე, ლიონელ მესიზე და ნეიმარზე უკეთესი ფეხბურთელი იყო.

„კრიშტიანუ? მას მხოლოდ ძალა აქვს, ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია დარტყმა, მასზე ძლიერი მე ვიყავი. მესის რაც შეეხება, ჩემს დონეზე რომ დადგეს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება. ნეიმარი? როდესაც საუკეთესო ფორმაში ვიყავი, მასზე უკეთესი ვიყავი, ბევრი თვისება მქონდა“, - თქვა ედილსონმა.

აქვე გეტყვით, რომ 48 წლის ედილსონმა ბრაზილიის ნაკრებში 1993-2002 წლებში 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საკლუბო კარიერას რაც შეეხება, არაერთი გუნდი გამოიცვალა, მაგრამ ევროპაში მხოლოდ ლისაბონის „ბენფიკას“ მაისურით უთამაშია, ისიც 1994-1995 წლების სეზონში.

0.13454