ფეხბურთი

1:37 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთად დაშავდნენ, ერთად დაბრუნდნენ

„იუვენტუსის“ მცველმა მერიჰ დემირალმა მინდორზე ვარჯიში დაიწყო. მას შემდეგ, რაც თურქმა ფეხბურთელმა იანვარში უმძიმესი დაზიანება მიიღო, პირველად ივარჯიშა მწვანე მინდორზე.

ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა დაადასტურა და განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს.

დემირალის პარალელურად, „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლოც ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან და მანაც „ტრიგორიას“ ბაზაზე პირველად ივარჯიშა.

ნიშანდობლივი ისაა, რომ ორივე ფეხბურთელი ერთ მატჩში („რომა“ – „იუვენტუსი“) დაშავდნენ და ერთნაირი ტრავმა მიიღეს - ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს.

0.111