ფეხბურთი

0:43 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემთან პრობლემა აქვს, რადგან ერთხელ დავარტყი" - მელოს და კიელინის დაპირისპირება გრძელდება

„იუვენტუსში“ ყოფილი თანაგუნდელების, ჯორჯო კიელინისა და ფელიპე მელოს დაპირისპირება გრძელდება. იტალიელმა ავტობიოგრაფიულ წიგნში ბრაზილიელი დამპალ ვაშლად მოიხსენია, რასაც დიდი გარჩევა მოჰყვა.

მელომ კიელინის დაუწყოვნებლივ უპასუხა, მაგრამ ამჯერად ფრანგ მეკარესთან სებასტიან ფრეისთან ინსტაგრამზე საუბრისას კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი.

„ვფიქრობ, რომ მას ჩემთან პრობლემა აქვს, რადგან როდესაც „სიენას“ წინააღმდეგ ვთამაშობდით, დავატრყი. მას შემდეგ აღარ გვისაუბრია, ახლა ეს წიგნი დაწერა და დაპირისპირება შექმნა, რომ წიგნი ადვილად გაიყიდოს. ხალხი კვდება და ის ამ დროს წიგნს წერს.

უკვე ვთქვი რაც უნდა მეთქვა, შემიძლია ათასი წიგნი დავწერო იმაზე, რაც „იუვეში“ მოხდა. ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ პრობლემა არაა. ყველა აკეთებს იმას, რაც სურს, მაგრამ შემდეგ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. კიელინიმ მაგალითი ხავიერ ძანეტისგან უნდა აიღოს, დიდი კაცისგან, რომელმაც დაწერა წიგნი, მაგრამ „იუვე“ საერთოდ არ უხსენებია", - თქვა მელომ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი და ფელიპე მელო თანაგუნდელები 2009-2011 წლებში „იუვენტუსში“ იყვნენ.

0.126588