კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ უნგრეთში ფეხბურთის თამაში სპარინგ მატჩებით განახლდა და ბუდუ ზივზივაძემ გოლის გატანა მოახერხა.
„მეზოკოვესდმა“ საკუთარ მოედანზე ბუდაპეშტის მტკ-ს უმასპინძლა და 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ფრე, 2:2 დაფიქსირდა.
ამაში ქართველი ფორვარდის დიდი წვლილია, რადგან 105-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა თავად შეამცირა, ხოლო ათ წუთში საგოლე პასი ბეშიროვიჩს გაუკეთა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ თამაში 45-წუთიანი ტაიმის ნაცვლად, 60-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და შესაბამისად, გუნდებმა 120 წუთი ითამაშეს.
აქვე გეტყვით, რომ უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მაისის ბოლოს განახლდება. ზივზივაძის „მეზოკოვსდი“ 25 ტურის შემდეგ 45 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ზივზივაძე 24 მატჩში გატანილი 8 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე-მეშვიდე ადგილს იყოფს.