ფეხბურთი

20:08 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქანთარიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ვარჯიშს დაუბრუნდა

ბელარუსული „ნემანის“ ქართველი მცველი გიორგი ქანთარია ათდღიანი მკურნალობის შემდეგ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

ქანთარიას „ბატესთან“ მატჩის დღეს სიცხე დაუფიქსირდა, რის შედეგადაც ფილტვების გამოკვლევა ჩაუტარდა, გარდა ამისა, COVID-19-ზე ორჯერ ტესტი აუღეს. ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და გიორგი დღეს ვარჯიშს დაუბრუნდა.

თუმცა, ამ ეტაპზე ქანთარია ისევ ინდივიდუალურად ემზადება. შეგახსენებთ, რომ ქანთარიამ მიმდინარე სეზონში „ნემანში“ 6 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. ბელარუსის ჩემპიონატი კი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

0.117241