ფეხბურთი

19:30 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია კვარაცხელიაზე: "მთავარია ახალი ჯანო ანანიძე არ გახდეს"

რუსული ვებგვერდი Soccer365 პრემიერლიგაში მოთამაშე ნიჭიერ ახალგაზრდებზე სპეციალურ წერილებს აქვეყნებს სახელად - ბუნებრივი ალმასები.

ამჯერად, გამოცემამ ყურადღება ყაზანის „რუბინის“ ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და მის შესახებ მკითხველს უამბო, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

რით გვახსოვს?

2001 წელს დაბადებული ქართველი „ლოკომოტოვმა“ „რუსთავიდან“ ინათხოვრა და გულშემატკივრებს მაშინვე შეუყვარდათ. მაგრამ კლუბმა შეძლო მისი შენარჩუნება და 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, კიდევ ერთ ქართველების მოყვარულ გუნდში. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ „ლოკომოტივში“ ერთადერთი გოლი სწორედ „რუბინს“ გაუტანა, ხოლო „რუბინში“ სადებიუტი გოლი „ლოკომოტივის“ კარში გაიტანა.

სისუსტეები

რომან შარონოვი ცდილობდა მისგან მცირე ზომის გამანადგურებელი შეექმნა - დარტყმები, პასები, ფლანგზე პრესინგი. სამწუხაროდ ამ მოდელმა მალევე გამოაჩინა ქართველის ნაკლოვანებები: თამაშის ტემპის კონტროლი, ბურთის დაფარვა და ლოგიკური ახალგაზრდული ეგოიზმი. სლუცკის პირობებში კი ფეთქებადი ხასიათიც დაემატა და ბოლო თამაშში სრულიად ზედმეტი წითელი ბარათი მიიღო.

რა აჩვენა 2019-2020 წლების სეზონში?

იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა როტაციის მოთამაშეა, ფეხბურთელს თითქმის ყველა მატჩში ეძლევა თავის წარმოჩენის შანსი. თუმცა მის ხასიათზე მუშაობა ჯერ შარონოვს უწევდა და ახლა სლუცკის უწევს. ორი გოლი „ლოკომოტივთან“ და „ახმატთან“ სულაც არაა მაქსიმუმი, მაგრა იმედია სლუცკი შეძლებს პრობლემის გადაჭრას. მაგალითად თავდასხმასა და დაცვაში შორის არსებულ დიდ უფსკრულს, რაც ხვიჩას ხელს უშლის იმავე ზუევთან კონტაქტში. ერთი სიტყვით, ქართველი კარგ ფორმაშია, მაგრამ მხოლოდ იმ გუნდში, სადაც მექანიზმი აწყობილია, ხოლო სადაც ცვლილებებია, იქ ჯერ შეჩვევა სჭირდება.

ვის ჰგავს?

ისეთ ტექნიკურ ფეხბურთელებთან შედარება, როგორებიც კილიან მბაპე და ჯეიდონ სანჩოა, პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ „რეალის“ ვინისიუსს თუ არა, „ვერდერის“ მილოტ რაშიცასთან შედარება შეიძლება. ახლა მთავარია ის ახალი ჯანო ანანიძე არ გახდეს. 10 წლის წინ ნიჭიერი ქართველის სხვებთან შედარება სამწუხაროდ რეალობას ძალიან ასცდა.

რომელი ტოპ გუნდები ინტერესდებიან?

გულწრფელად გითხრათ, სლუცკის „რუბინში“ დამკვიდრება ადვილი არაა. არსებობდა ჭორები, რომ პორტუგალიის, ბელგიისა და გერმანიის კლუბებს აინტერესდებათ. თუმცა სლუცკის ძველი კავშირების გათვალისწინებით „ჩელსის“ სისტემასთან, შეიძლება ის კალუმ ჰადსონ-ოდოის შემცვლელად მოიაზრონ, რატომაც არა?

0.113881