ფეხბურთი

0:31 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პორტუგალიის ჩემპიონატის განახლების თარიღი ცნობილია

პორტუგალიის პრიმეირა ლიგა 4 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ლიგის ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სეზონის განახლების თარიღად 4 ივნისი შეირჩა, რომ მანამდე კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა შესაძლებელი უსაფრთხოების ზომების მიღება მოესწროს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიაში სეტუბალის „ვიტორიას“ ღირსებას ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე იცავს.

ჩემპიონატი კი 13 მარტს, 24-ე ტურის შემდეგ შეწყდა. ჩემპიონობისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, რადგან ლიდერი „პორტუ“ ლისაბონის „ბენფიკას“ ერთადერთი ქულით უსწრებს.

0.12688