ლეგენდარული მაიკ ტაისონი რინგს უბრუნდება. 53 წლის მოკრივეს ვარჯიში უკვე დაწყებული აქვს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ სპარინგ შეხვედრას ევანდერ ჰოლიფელდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ასევე დაიწყო ვარჯიში.
ბრძოლა საქველმომქედო იქნება. მაიკმა ვარჯიშის დაწყებამდე დააანონსა, რომ რინგზე ქველმოქმედების მიზნით ბრუნდებოდა და უსახლკარო ადამიანებს დაეხმარებოდა.
შეგახსენებთ, ტაისონმა კარიერაში 58 ბრძოლა გამართა და 50 მოიგო, კარიერა კი 2005 წელს დაასრულა.