ფეხბურთი

17:40 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანოს ყოფილი თანაგუნდელი: "ჯარიმის დროს ცოცხალ კედელში დადგომა არავის უნდოდა"

იტალიური „პარმადან“ ადრიანოს ყოფილმა თანაგუნდელმა ემილიანო ბონაცოლიმ ბრაზილიელის არაადამინურ ძალაზე ისაუბრა. იტალიელი იხსენებს, რომ ვარჯიშებზე ცოცხალ კედელში არავინ დგებოდა.

„არავის უნდოდა ცოცხალ კედელში დადგომა ვარჯიშებზე, განსაკუთრებული და არაადამიანური ძალა ჰქონდა, უძლიერესი ცაცია იყო. შიშს იწვევდა მეტოქეებში და სირთულეებს უქმნიდა“, - თქვა ბონაცოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ადრიანო „პარმას“ ღირსებას 2001 წლის ზაფხულიდან 2003 წლის იანვრამდე იცავდა და 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ბონაცოლის, ემილიურ გუნდში 2001-2003 წლებში 28 შეხვედრაში მეტოქეები რვაჯერ დაამწუხრა.

0.118688