დანიის ჩემპიონატის განახლება გადაწყვეტილია და სეზონი უმაყურებლოდ გაგრძელდა. ამ სიტუაციაში კი „ორჰუსის“ ხელმძღვანელობამ საინტერესო გამოსავალი იპოვა - მაყურებლები თამაშს ვირტუალურად დაესწრებიან.
ციფრული პლატფორმის, Zoom-ის მეშვეობით, „ორჰუსის“ გულშემატკივრებს ფეხბურთელების გამხნევება შეეძლებათ და ყველა სექტორში დამონტაჟდება დიდი ეკრანი.
ფეხბურთელები კი ფანების მხარდაჭერას სახლებიდან პირდაპირ სტადიონზე იგრძნობენ... აღსანიშნავია, რომ „ორჰუსის“ საიტზე ბილეთების გაყიდა უკვე დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ 29 მაისს, „ორჰუსი“ საბა ლობჟანიძის ყოფილ გუნდს, „რანდერსს“ უმასპინძლებს.