ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის 7 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას უეფა ჯერჯერობით არ ადასტურებს, მაგრამ ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ თქვა, რომ თარიღი დადასტურებულია.
„იუვენტუსთან“ თამაში 7 აგვისტოს დადასტურებულია, ტურინში დახურულ კარს მიღმა. თუ ლიგა 1-ის სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება არ შეიცვლება, „ლიონი“ და პსჟ იქნებიან გუნდები, რომლებიც ფიზიკურად სათანადოდ ვერ მოემზადებიან“, - თქვა ოლამ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონს“ პირველი შეხვედრა 1:0 აქვს მოგებული.