ფეხბურთი

19:26 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის მიღწევა "ტრაბზონსფორში" დღემდე ხელუხლებელია

„ტრაბზონსფორის“ ისტორიაში შოთა არველაძე დღემდე პირველ ადგილზე რჩება თურქეთის ჩემპიონატში ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

1995-1996 წლების სეზონში ქართველმა 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა და არამარტო კლუბის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

Optacan-მა „ტრაბზონსფორის“ 5 საუკეთესო შედეგი გამოაქვეყნა გატანილი გოლების მიხედვით და არველაძე ხუთეულში ორჯერ ფიგურირებს:

1. შოთა არველაძე - 25 გოლი (1995-1996 წლების სეზონი)

2. ალექსანდერ სორლოთი - 19 გოლი (2019-2020 წლების სეზონი)

3. ოსკარ კარდოზო - - 17 გოლი (2014-2015 წლების სეზონი)

4. შოთა არველაძე - 15 გოლი (1993-1994 წლების სეზონი)

5. უგო როდალეგა - 15 გოლი (2018-2019 წლების სეზონი)

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „ტრაბზონსფორში“ 1993-1997 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 123 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა.

0.118392