საფრანგეთის ლიგა 1-ის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა. ფრანგმა ვისამ ბენ-იედერს აჯობა და აღნიშნულ პრიზს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა 18-18 გოლი გაიტანეს, მაგრამ ჯილდო მბაპეს გადაეცა, რადგან „მონაკოს“ შემტევთან შედარებით 3 პენალტით ნაკლები გაიტანა. ამასთან, კილიანმა 20 თამაში ჩაატარა, ხოლო ბენ-იედერმა - 26.
ბოლო 8 სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ის ბომბარდირის ტიტული მეშვიდედ მიგეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა (მბაპემდე ყველა შემთხვევაში იბრაჰიმოვიჩი და კავანი იგებდნენ).
ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავა ასე დაკომპლექტდა:
1. კილიან მბაპე - 18 გოლი (პსჟ)
2. ვისამ ბენ იედერი - 18 გოლი (მონაკო)
3. მუსა დემბელე - 16 გოლი (ლიონი)
4. ნეიმარი - 13 გოლი (პსჟ)
5. ვიქტორ ოსიმენი - 13 გოლი (ლილი)