„იუვენტუსის“ ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი თანახმაა ზაფხულში კატალონიის „ბარსელონაში“ გადავიდეს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი „ბარსასთან“ ბარტერს არ გამორიცხავს.
კატალონელებისთვის საინტერესო ფეხბურთელი ბოსნიელია, რომელიც ასევე მზადაა თითქმის 10 წლის შემდეგ იტალია დატოვოს. „იუვე“ ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს, „ბარსელონაში“ კი თვალი ბრაზილიელ არტურს დაადგა.
ასევე გაიჟღერა არტურო ვიდალისა და ივან რაკიტიჩის სახელებმაც, მაგრამ მათი ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე პიანიჩის და ამიტომ მშრალი გაცვლა ვერ შედგება. წყაროს ცნობით კი, პიანიჩი და "ბარსა" შეთანხმდნენ და ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „რომასა“ და „ლიონის“ ღირსებას იცავდა.