ბრაზილიურ „ფლამენგოში“ კორონავირუსის მასობრივი ტესტირება ჩატარდა და გაირკვა, რომ 38 პასუხი დადებითია. ინფორმაციას შავ-წითელთა ვებგვერდი ავრცელებს.
„მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზაცია მოხდა. 30 აპრილიდან 3 მაისამდე 293 ადამიანი შემოწმდა, მათ შორის კლუბის თანამშრომლები და ფეხბურთელთა ოჯახის წევრები. 38 პასუხი დადებითია, ყველა უსიმპტომო. ისინი კარანტინში არიან და მივყვებით დაავადების ევოლუციას“, - წერს „ფლას“ ვებგვერდი.
დაინფიცირებულთა ვინაობა ანონიმურია, მაგრამ ბრაზილიური მედიის ცნობით, სამი მათგანი მთავარი გუნდის ფეხბურთელია.