ფეხბურთი

17:29 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ფეხბურთელი: "ზლატანმა მითხრა, რომ კავანი ეზიზღება"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ სიანიმ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ედინსონ კავანი სძულს. როგორც ფრანგმა აღნიშნა, ეს ამბავი თავად ზლატანმა უამბო.

„ერთადერთი ადამიანი, რომელიც პსჟ-ში ზლატანს არ ეთანხმებოდა, კავანი იყო. მითხრა, რომ თავის კარიერაში სამი-ოთხი ფეხბურთელი სძულდა და კავანი ერთ-ერთი იყო. თუ კავანისთან ახლოს ხარ, გამოდის, რომ იბრა არ მოგწონს. ან თუ იბრასთან ხარ, კავანის წინააღმდეგ ხარ“, - თქვა სიანმა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი და კავანი „პარი სენ ჟერმენში“ ერთად თამაშობდნენ, ხოლო სიანი და ზლატანი თანაგუნდელები ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ იყვნენ.

0.120566