ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში გამორჩეულია.
ჩვენებურმა 11-ჯერ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა, რაც საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, გიორგი Instat-ის სტატისტიკური მონაცემებითაც ლიდერია და კვალში აეკ-ის მეკარე ტონიო და „აპოელის“ კარის დარაჯი ბელეკი უდგანან.
შეგახსენებთ, ლორია „ანორთოსისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა კვიპროსის ჩემპიონატში 21 თამაში ჩაატარა.