ფეხბურთი

22:28 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემი სახე ყველაფერს ამბობს" - დიბალა განიკურნა

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ კორონავირუსი დაამარცხა და ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა და „ბებერმა ქალბატონმა“ დაადასტურეს.

„პროტოკოლის თანახმად პაულო დიბალამ კორონავირუსზე ორმაგი ტესტი ჩაიტარა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. შედეგად, ფეხბურთელი განიკურნა და აღარ ექვემდებარება სახლის იზოლირებულ რეჟიმს“, - ვკითხულობთ „იუვეს“ განცხადებაში.

დიბალამ კი თავისი ბედნიერება საზოგადოებას სოციალურ ქსელში მოკლედ გაუზიარა: „ჩემი სახე ყველაფერს ამბობს! როგორც იქნა, COVID-19-სგან განვიკურნე“.

შეგახსენებთ, პაულო დიბალა თვენახევარი, 21 მარტიდან იყო დაინფიცირებული.

0.112566