გერმანიის ბუნდესლიგა მაისის მეორე ნახევარში დაიწყება. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გერმანიის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო ქვეყანაში ფეხბურთის თამაშს და შესაბამისად, ბუნდესლიგა განახლდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს მაისის მეორე ნახევარში მოხდება, ზუსტი თარიღი კი უახლოეს დღეებში დადგინდება.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგას „ბაიერნი“ 55 ქულით ლიდერობს, ხოლო „დორტმუნდსა“ და „ლაიფციგს“ შესაბამისად 4 და 5 ქულით უსწრებს.