ფეხბურთი

14:31 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოვარდ ვები: "იმ მომენტში მინდოდა რონალდუს პენალტი ვერ გაეტანა"

ყოფილმა მსაჯმა ჰოვარდ ვებმა განაცხადა, რომ „მანჩესტერი“ – „ტოტენჰემის“ შეხვედრაში პენალტი შეცდომით დანიშნა და უნდოდა კრიშტიანუ რონალდუს ვერ გაეტანა.

ვებმა 2009 წლის მატჩი გაიხსენა, როდესაც ტიტულისთვის „მანჩესტერი“ და „ლივერპული“ იბრძოდნენ. „ოლდ ტრაფორდზე“ „წითელ ეშმაკებს“ „ტოტენჰემი“ დარენ ბენტისა და ლუკა მოდრიჩის გოლებით 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ შემდეგ ვებმა ლონდონელთა კარში პენალტი დანიშნა.

„დავინახე, რომ ქერიკი ჯერ ბურთს შეეხო და შემდეგ მეკარემ (ეურელიო გომესი - რედ) წააქცია. ჩავთვალე, რომ ყველაფერი მარტივად იყო და პენალტი აშკარა იყო. ჩვეულებრივ პროტესტს ველოდებოდი, რაც პენალტის დროს ხდება, მაგრამ გომესს დაუჯერებლი გამომეტყველება ჰქონდა, რასაც არ ველოდებოდი. წამებში მივხვდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა გადაწყვეტილება არ შემიცვლია და მხოლოდ ის მინდოდა, რომ რონალდუს პენალტი ვერ გაეტანა“, - გაიხსენა ვებმა.

მაგრამ კრიშტიანუ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და საბოლოოდ „იუნაიტედმა“ ის თამაში 5:2 მოიგო, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ცოტა ხანში ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ ჰოვარდ ვებმა სამსაჯო კარიერა 2014 წელს დაასრულა.

0.114058