ფეხბურთი

20:38 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არველაძემ "კორონა" დატოვა

ვატო არველაძემ საფეხბურთო კლუბი „კორონა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

„კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვატო არველაძე „კორონავის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და 28 შეხვედრაში გოლი გაიტანა, კონტრაქტი კი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი ამ ეტაპზე უცნობია.

0.13393