ფეხბურთი

18:10 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: "რონალდუს მენტალიტეტი განსხვავებული და გამორჩეულია"

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ინგლისელი ფეხბურთელის განცხადებით, პორტუგალიელს გამორჩეული მენტალიტეტი აქვს.

„ნიჭი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ის, რაც სხვებისგან განსხვავებულად წარმოაჩენს, მენტალიტეტია. მისი აზროვნების მეთოდი, რომელიც არავის აქვს, ის პროგრამირებულია, ყოველთვის საუკეთესოს ისახავს მიზნად და შენ ფიქრობ: „ვაუ, ეს ბავშვი არ არის ბედნიერი, როდესაც „ფულჰემთან“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა“. რადგან, მას იგივეს გაკეთება უნდა ჩემპიონთა ლიგაზეც, პორტუგალიის ნაკრებშიც.

ზოგჯერ ტელეფონით ვსაუბრობთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რაზე წუწუნებს. ვეუბნები: „ჩემო ძმაო, ფეხბურთის სამყარო დაიპყარი და შენ ისევ გაწუხებს ის ფაქტი, რომ არ ამბობენ შენს შესახებ იმას, რაც გინდა?“ ასეთია კრიშტიანუ, კმაყოფილი არასდროსაა და ეს გამოარჩევს სხვებისგან. რონალდუ ყველა ჩვენგანისგან განსხვავებულია“, - განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და რიო ფერდინანდი „მანჩესტერში“ 2003-2009 წლებში თამაგუნდელები იყვნენ.

0.128627