„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თითქმის ორი თვის შემდეგ ტურინში დაბრუნდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ფუნშალიდან ტურინის კაზელეს აეროპორტში კერძო თვითმფრინავით დაეშვა.
ლუზიტანელი დადგენილი წესით ორკვირიან კარანტინს გაივლის და გუნდს ამის შემდეგ შეუერთდება.
მოგეხსენებათ, იტალიაში ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ვარჯიშის უფლება მისცეს, რის შედეგადაც კლუბები უკვე ემზადებიან სავწრთნელი პროცესის დასაწყებად. 18 მაისიდან მათ გუნდურად ვარჯიშიც შეეძლებათ.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ სამშობლოში 9 მარტიდან მოყოლებული იმყოფებოდა. დღესვე „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდათ და ისინი მზად არიან, რომ ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყონ.