ფეხბურთი

21:42 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო: "დედაჩემი ქუჩაში კანფეტებს ყიდდა, რომ საფეხბურთო სკოლაში სიარულის შანსი მქონოდა"

ფეხბურთში დიდი ტალანტი არაერთ ფეხბურთელს გაუნიავებია და ალბათ ერთ-ერთი მათგანი ადრიანოა. ბრაზილიელი შემტევი, რომელმაც ნამდვილად ვერ შეძლო იმის ჩვენება, რისი შესაძლებლობა და ნიჭი გააჩნდა.

ახლახან გამოქვეყნდა პატარა წერილი, რომელიც ადრიანომ „ინტერს“ გაუგზავნა და მისი კარიერის შესახებ პატარა დეტალები გაიხსენა. ბრაზილიელი იხსენებს, რომ მამის გარდაცვალება მისთვის ნამდვილი კოშმარი და ყველაზე დიდი ტკივილი იყო.

„ჩემი მარცხენა ძლიერი იყო? მე ვვარჯიშობდი ბავშვობიდან და მან სახლში ბევრი ნივთი გაანადგურა, დედაჩემი სასოწარკვეთაში იყო. ამის გამო გადაწყვიტა, რომ „ფლამენგოში“ მივეყვანე და საფეხბურთო სკოლაში ჩავირიცხე. საწევროს ფული იყო გადასახდელი, მაგრამ ჩვენ ფული არ გვქონდა. ამიტომ, დედაჩემმა ქუჩაში კანფეტების გაყიდვა დაიწყო, რომ ჩემს ოცნებაზე უარი არ მეთქვა.

„ინტერი“? დასაწყისი საოცნებო იყო. სადებიუტო თამაში ახლაც რჩება ჩემს მოგონებაში ყველაზე ლამაზ მოგონებად. გუნდში რამდენიმე დღის მისული ვარ და მადრიდში ვიმყოფებით, 2001 წლის 14 აგვისტოა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გავედი. „ინტერის“ მაისური მაცვია და ჩვენი მეტოქე „რეალია“. ეს უკვე საკმარისია... მინდორზე გავდივარ, არაფერზე ვფიქრობ, ვითამაშებ ისე, როგორც ვილა კრუზეიორში. დრიბლინგი, ფინტი, ყველაფერს გავაკეთებ. ჯარიმა გამოვიმუშავე და სათადარიგო სკამიდან მეუბნებიან, რომ უნდა დავარტყა. მახსოვდა ჩემს ცაციაზე სახლში რომ ვვარჯიშობდი და დედაჩემს ვაგიჟებდი. ახლა კი, მთელ მსოფლიოს წარვუდგინე, ამბობდნენ, რომ ბურთი საათში 170 კმ სიჩქარით გაფრინდა.

ფეხბურთი, გოლი, ემოცია. თუმცა შემდეგ ცუდი რაღაცები მოხდა, სიახლეებმა შესაძლოა ისე დაგაზარალონ, როგორც ტყვიამ. 2004 წლის აგვისტო, ბარიში ვარ. ავტობუსში თანაგუნდელებთან ერთად ვიმყოფები, როდესაც მობილურმა ტელეფონმა დარეკა: „მამა ალმირი გარდაიცვალა“... მეგონა, რომ ეს კოშარი იყო. ვერ გადმოგცემთ იმ მომენტის სასოწარკვეთას. ასეთი დიდი ტკივილი არასდროს განმიცდია, ყველაზე აუტანელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მილანში დავბრუნდი, რომ სახლში გავფრენილიყავი, თუმცა რიო დე ჟანეიროს მიმართულებით ფრენები არ იყო, ამიტომ ჯერ რომში წავედი და იქიდან ბრაზილიაში გავფრინდი.

ახლაც მახსოვს თანაგუნდელების ჩახუტება. „ინტერი“ ძალიან ახლოს იყო ჩემთან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტში. მორატი მამაჩემივით იყო, არამარტო ის, ასევე ხავიერ ძანეტი და ჩემს გარშემო მყოფი სხვა ადამიანებიც. ყველას მადლიერი ვარ, რადგან ეს არის ის, რაც სამუდამოდ გამყვება“, - დაწერა წერილში ადრიანომ.

შეგახსენებთ, რომ ადრიანო „ინტერში“ 2001, 2004-2008, 2009 წლებში თამაშობდა. გარდა ამისა, „ფლამენგოს“, „ფიორენტინას“, „პარმას“, „სან პაულუს“, „რომას“, „კორინთიანსის“, „ატლეტიკო პარანაენსესა“ და „მაიამი იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.

0.120209