ფეხბურთი

18:37 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვითამაშებთ მხოლოდ მაყურებლებით" - "ბილბაოს" და "სოსიედადის" მოთხოვნა

„რეალ სოსიედადისა“ და „ბილბაოს“ პრეზიდენტებმა ჟოკინ აპერიბაიმ და აიტორ ელიზეგიმ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილი მიწერეს. ისინი ითხოვენ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალი მაყურებლებით გაიმართოს.

„სოსიედადის“ და „ბილბაოს“ პრეზიდენტებმა ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, რომ ესპანეთის თასის ფინალზე მაყურებლების დასწრების უფლება მისცენ, ხოლო მატჩის ჩატარებით თარიღი ორივე მხარესთან შეთანხმებით დადგინდეს. ორივე კლუბის სურვილია ვითამაშოთ მაყურებლებით და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვსურს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „სოსიედადი“ და „ბილბაო“ გავიდნენ, მაგრამ როდის გაიმართება ეს თამაში უცნობია.

0.144069