ფეხბურთი

20:34 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "ბარსელონა" - პსჟ-ს მატჩის შედეგი მსაჯმა განაპირობა"

ესპანელმა სპეციალისტმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ 2016-2017 წლების სეზონში „ბარსელონას“ გამარჯვება „პარი სენ ჟერმენთან“ მსაჯის შეცდომებმა განაპირობა.

ემერი სამი წლის შემდეგაც ფიქრობს, რომ გერმანელმა დენიზ აიტეკინმა რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ესპანელთა გამარჯვება განაპირობა.

„ამ თამაშს რამდენიმე დღის წინ ვუყურე, რადგან მინდოდა მენახა, რა მოხდა, განსაკუთრებით 50-ედან 82-ე წუთამდე. აშკარა პენალტი იყო დი მარიაზე, რომელიც არ დაფიქსირდა, ასევე იყო ნეიმარის ჯარიმა არგენტინელზე, საიდანაც დაიბადა ჩვენს კარში მეოთხე გოლი. სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც არსებობს. „ბარსელონას“ ფეხბურთელები, განსაკუთრებით სუარესი ყოველთვის მინდორზე ეცემოდა და მსაჯზე ზეწოლას ახდენდა, რომელიც შემდეგ მოატყუა კიდეც. ეს თამაში ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მომენტია“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლების სეზონის მერვედფინალში პსჟ-მ შინ „ბარსელონას“ 4:0 მოუგო, მაგრამ „კამპ ნოუზე“ უკვე „ბლაუგრანამ“ შეძლო მეტოქის განადგურება (6:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

0.116967