ფეხბურთი

12:59 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემს კარიერაში მან ყველაზე მეტად დამამცირა" - ლუიშ ფიგუმ პატივისცემის ნაკლებობაზე ისაუბრა

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ინსტაგრამში ფაბიო კანავაროსთან საუბრისას თქვა, რომ რობერტო მანჩინიმ ყველაზე მეტად დაამცირა. ფიგუ იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც თავად „ინტერში“ თამაშობდა, ხოლო მანჩინი „ნერაძურის“ მწვრთნელი იყო.

„ინტერში“ თავიდან ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაფუჭდა. ადამიანურ დონეზე ჩემსა და მანჩინის შორის საშინელი ურთიერთობა იყო, ის ერთ-ერთი ადამიანია, რომელმაც ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად დამამცირა. „ინტერში“ მიჭირდა. არ ვიყავი 20 წლის, მაგრამ 34-35 წლის ასაკშიც მქონდა სიტუაციები, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ იყო ბევრი თუ ცოტა სათამაშო დროის საკითხი, 34 წლის ასაკში იცი რისი მიცემა შეგიძლია გუნდისთვის. მაგრამ 85 წუთი გახურება და შემდეგ 3 წუთი მოედანზე შესვლა იმ მოლოდინით, რომ სასწაულს შეძლებ, ნორმალური არაა. პატივისცემის ნაკლებობა იყო. პროფესიონალმა ეს უნდა მიიღო, მაგრამ ურთიერთობა ნორმალური აღარაა“, - განაცხადა ფიგუმ.

შეგახსენებთ, ლუიშ ფიგუ „ინტერში“ 2005-2009 წლებში თამაშობდა (138 თამაში, 11 გოლი) და კარიერაც იტალიურ გრანდში დაასრულა.

0.136037