ფეხბურთი

0:15 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ცალი ფეხით თამაშობდა და საუკეთესო მცველებს ამარცხებდა" - ფენომენის და რონალდუს ექსთანაგუნდელის მოსაზრება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა მიქაელ სილვესტრემ ბრაზილიელი რონალდოს შესახებ ისაუბრა. ფრანგს ჰქონდა ბედნიერება მისი თანაგუნდელი ყოფილიყო „ინტერში“ და მოგვიანებით კრიშტიანუ რონალდუსთან „მანჩესტერში“.

სილვესტრე დარწმუნებულია, რომ ფენომენზე დიდი ფეხბურთელი არც პორტუგალიელია და არც ლიონელ მესი. ვეტერამა მცველმა თავის მოსაზრება შემდეგნაირად დაასაბუთა.

„ბრაზილიელი რონალდო შეუჩერებელი იყო. ვითამაშე მესის წინააღმდეგ და კრიშტიანუსთან ერთად, მაგრამ მას რაღაც განსხვავებული სისწრაფე ჰქონდა. უმაღლეს დონეზე იყო. კრიშტიანუს აქვს სამი-ოთხი ფინტი, რომელსაც ხშირად იყენებს და მისი შესწავლა შეგიძლია, ფენომენი კი განსხვავებული იყო, ვერ გაიგებდი მარჯვნივ წავიდოდა თუ მარცხნივ, ყველა პოზიციიდან გოლს იტანდა. მისი კარიერის გარკვეულ მომენტში პრაქტიკულად ცალი ფეხით თამაშობდა და ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის საუკეთესო მცველებს სჯაბნიდა“, - თქვა სილვესტრემ.

აქვე გეტყვით, რომ მიქაელ სილვესტრე „ინტერში“ რონალდოსთან ერთად 1998-1999 წლებში, ხოლო კრიშტიანუსთან ერთად „მანჩესტერში“, 2003-2008 წლებში თამაშობდა.

0.114386