ფეხბურთი

16:30 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი: "ბუნდესლიგაში დარჩენას უცხეოთში წასვლა მირჩევნია"

გერმანული „ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი კარიერის გაგრძელებას უცხოეთში აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული, თავად ბუნდესლიგის მიღმა თამაში ურჩევნია.

„ბუნდესლიგაში დარჩენას, სხვა ლიგაში თამაში და გამოწვევა მირჩევნია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ჩემი მაქსიმალური დაფასება. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ავირჩიე ადრე „ლაიფციგი“ და მომავალშიც ამ გზით ვიმოქმედებთ“, - თქვა ვერნერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ლაიფციგში“ 2016 წელს „შტუტგარტიდან“ გადავიდა.

0.114966