გერმანულ „კიოლნში“ სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი საწვრთნელ პროცესს აგრძელებს.
„კიოლნის“ მთელმა გუნდმა ტესტირება ჩაიტარა კორონავირუსზე და სამი ადამიანი დაინფიცირებულია, მათ ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნებათ. სამივე მათაგანი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. დაინფიცირებულთა ვინაობას არ ვასაჯაროვებთ. გუნდი ჩვეულ რეჟიმში უსაფრთხოების ზომების დაცვით გააგრძელებს ვარჯიშს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანული მედიის ცნობით, დაინფიცირებულია 2 ფეხბურთელი და 1 ექიმი. ისინი ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებენ, დანარჩენი გუნდი კი ვარჯიშს გააგრძელებს.